Thursday, January 14, 2016

ქეთევან დედოფალი

Ketevan Queen the Martyr.jpg
მეტი ინფორმაცია
ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი1624) — კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული.1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მაკახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კიშირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.

No comments:

Post a Comment